ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა “აჭარის სტატუსის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხელი მოაწერა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა 1 ივლისს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონი თბილისსა და ბათუმს შორის კომპენტენციათა გამიჯვნასთან ერთად აჭარის ადგილობრივ მმართველობით ორგანოთა სტრუქტურას განსაზღვარვს.


“პარლამენტის მხრიდან ამ დოკუმენტის მიღებას დიდი მნიშვენელოვობა ენიჭება აჭარის შემდგომი მოწყობისათვის. ეს დოკუმენტი აჭარაში ყოველგვარი სეპარატიზმის გამოვლინებას აცლის საფუძველს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივლისს კანცელარიაში.
 
დღესვე, პრეზიდენტმა აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის კანტიდატურად აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაასახელა. მისი თქმით, მნიშვენლოვანია ასევე, თუ როგორ დაკომპლექტდება აჭარის მინისტრთა კაბინეტი. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button