ახალი ამბები

თბილისში მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ჩამოვიდა

თბილისში დღეს მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ამავე დროს ყალმუხეთის პრეზიდენტი კირსან ილიუმჟინოვი ჩამოვიდა. მისი ვიზიტის მიზანია ბათუმში 21 მაისიდან 8 ივნისამდე დაგეგმილი ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკითხის მოგვარება.


კირსან ილიუმჟინოვი უკვე შეხვდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.


ბათუმში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას დაძაბული ვითარების გამო შეუძლებლად მიიჩნევს ცენტრალური ხელისუფლება და აცხადებს, რომ მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგიონში შეუძლებელია.


ხელშეკრულებას ბათუმში ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე ილიუმჟინოვმა და აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 15 აპრილს მოაწერეს ხელი.

მსგავსი/Related

Back to top button