ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი აჭარის ლიდერს ხვდება

აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი დღეს ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შესახვედრად გაემგზავრა. რიჩარდ მაილსის განცხადებით, ასლან აბაშიძესთან განხილული იქნება ის საკითხები, რაც დღეისათვის პრობლემას ქმნის ცენტრსა და რეგიონს შორის.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე იქნება აჭარის მოსახლეობის განიარაღება, რომლის შესახებ 13 აპრილს ბათუმში ჩასულ პრემიერ-მინისტრსა და ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.


აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი დადებითად აფასებს თბილისსა და ბათუმს შორის ვითარების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი ბიზნესმენების ჩართვას და აცხადებს, რომ ამან შესაძლოა პოზიტიური როლი ითამაშოს დაძაბული ვითარების განმუხტვაში.


ქართველი ბიზნესმენების ექვსკაციანი ჯგუფი, გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით ბათუმში 15 აპრილს იმყოფებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button