ახალი ამბები

ბათუმში დისლოცირებულ 25-ე ბრიგადის ახალი მეთაური დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებულების საფუძველზე ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის პოსტზე ვიცე-პოლკოვნიკი ვიქტორ მიქელაძე დაინიშნა. იგი აქამდე აღნიშნულ ბრიგადაში მსახურობდა.


თვადაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელს ოფიციალურად უახლოეს დღეებში სპეციალური ჯგუფი წარადგენს, რომლის შემდეგაც ვიქტორ მიქელაძე შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.


25-ე ბრიგადის მეთაურის პოსტი აქამდე რომან დუმბაძეს ეკავა, რომელიც თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იგი მინისტრის ბრძანებას არ ემორჩილებოდა და დღემდე ასრულებდა მეთაურის მოვალეობას. იგი აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მოკავშირედ და მხარდამჭერად ითვლება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-ე ბრიგადა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ხელმძღვანელის გათავისუფლება და დანიშვნა მინისტრის პრეროგატივაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button