ახალი ამბები

ბურჯანაძემ აჭარის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ აჭარის ხელისუფლებას დაძაბულობის შესამსუბუქებლად დიალოგისკენ მოუწოდა.


„ხელისუფლება ვერ შეეგუება, რომ არსებობდეს ჩოლოქის მსგავსი გამშვები პუნქტები. ხელისუფლება ვერ შეეგუება, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ჩვენ ასევე ვერ დავუშვებთ იარაღის არსენალის არსებობას საქართველოს რომელიმე რეგიონში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 15 აპრილს.


მან ცენტრალური ხელისუფლების ამ მოთხოვნებს „აბსოლუტურად სამართლიანი“ უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button