ახალი ამბები

მეხუთე სახელმწიფო მინისტრს რეგიონალური პოლიტიკის წარმართვა ევალება

მთავრობის ინიციატივით მეხუთე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა, რომელსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ბრძანებულების თანახმად, ზურაბ მელიქიშვილი დაიკავებს.


სახელმწიფო მინისტრს რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების საკითების მოგვარება ევალება.


ზურაბ მელიქიშვილი სახელმწიფო მინისტრად დანიშვნამდე ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლოს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ჩუბინიშვილის მოადგილე იყო. 

მსგავსი/Related

Back to top button