ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარე სთხოვს პრეზიდენტს უზრუნველყოს კანონის უზენაესობა აჭარაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც 14 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს, მოუწოდა საქართველოს გენერალურ პროკურორს გამოიძიოს ინციდენტი და დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც ცდილობს აჭარაში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს.


„ასევე მოვუწოდებ პრეზიდენტ სააკაშვილს უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აჭარაშიც“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 14 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.


პრეზიდენტ სააკაშვილს აჭარაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ცსკ-ს თავმჯდომარე აჭარის ორ ოლქში – ხულოსა და ქობულეთში – განმეორებითი არჩევნებისთვის მზადების პროცესის გაკონტროლებას გეგმავდა. აჭარის ხელისუფლება აჭარაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.  

მსგავსი/Related

Back to top button