ახალი ამბები

პლამენ ნიკოლოვი ბიზნესმენების ასლან აბაშიძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს

საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი ბათუმში ბიზნესმენების გამგზავრებას და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან დღეს უშიშროების საბჭოს მდივანთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.


“ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთოების დარეგულირებას  და დიალოგის დაწყებას მისასალმებელია” – განაცხადა დღეს პლამენ ნიკოლოვმა.


პლამენ ნიკოლოვი ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის დარეგულირების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს. გასულ კვირას იგი რამდენიმეჯერ შეხვდა ასლან აბაშიძეს. იგი ასევე ესწრებოდა 13 აპრილს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის შეხვედრას ასლან აბაშიძესთან.


ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფი ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად დღეს გაემგზავრა.

მსგავსი/Related

Back to top button