ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმება არ შედგა

ბათუმში მყოფ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრის დროს ძირითადი საკითხი აჭარის მოსახლეობიდან უკანონოდ დარიგებული იარაღის ამოღება იყო. შეხვედრიდან გამოსული ზურაბ ჟვანიას თქმით, არსებული ვითარება ართულებს მდგომარეობას და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე ხელისუფლება თბილისში იმსჯელებს.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა,  განაცხადა, რომ ასლან აბაშიძე მზად არ არის მოსახლეობის განიარაღებისთვის.


“ასლან აბაშიძე თვლის, რომ მას სჭირდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. მსოფლიო სულ მალე დაინახავს, რომ ხელისუფლება მიმართავს ყველა ზომას რათა არაკანონმორჩილი პირები დაუმორჩილოს კანონს” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ასლან აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button