ახალი ამბები

აბაშიძის მხარდამჭერები განმეორებითი არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან

აჭარის ხულოს რაიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიის შენობის წინ საპროტესტია აქცია გამართეს. ხულოს მოსახლეობა განმეორებითი არჩევნების წინააღმდეგ გამოდის, რომელიც 18 აპრილს არის დანიშნული.


2 აპრილს ცსკ გააუქმა ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო უბნების შედეგები მასობრივი დარღვევების გამო.


„აღორძინების კავშირმა“, რომელმაც ამ ორ რაიონში ხმების უმრავლესობა მოიპოვა,  და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებდა, სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ცსკ-ს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. თუმცა, სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ცსკ-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.


ცსკ-მ ასევე გააუქმა ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო კომისიები და თავისი წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია შექმნა. ეს ჯგუფი ხულოსა და ქობულეთში 13 აპრილს ჩავიდა.


„მიუხედავად საპროტესტო აქციისა, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კომისიის პირველი სხდომა“, – განუცხადა ცსკ-ს წევრმა და სპეციალური კომისიის წარმომადგენელმა კარლო კვიტაიშვილმა „სივილ ჯორჯიას“.


ცსკ-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე გეგმავს აჭარაში ჩასვლას და განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესის გაკონტროლებას.

მსგავსი/Related

Back to top button