ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

რუსეთის საგანგებო საკითხთა ელჩების დელეგაცია ლევ მირონოვის  ხელმძღვანელობით დღეს თბილისში ჩამოვიდა. რუსეთის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები განიხილავენ საქართველო-რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავების, ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარების და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა მხარეებმა 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულებაც განიხილონ, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვალდებულია საქართველოში განლაგებული სამხედრო ბაზები გაიყვანოს.


14 აპრილს რუსეთის დელეგაციის წევრები კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას შეხვდებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button