ახალი ამბები

ევროპის საბჭოს წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა

საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი 12 აპრილ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს შეხვდა.


მოლაპარაკებებისას ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ისაუბრეს.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა თებერვალში თბილისსა და ბათუმს შესთავაზა შეუდგნენ მუშაობას კანონპროექტზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ და ამ პროცესში ევროპის საბჭოს დახმარებაც შესთავაზა.


პლამენ ნილოლოვი ბათუმში გასულ კვირასაც იმყოფებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპაკაკებებს მართავდა აბაშიძესთან.

მსგავსი/Related

Back to top button