ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია: განიარაღება მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან 13 აპრილს მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, განაცხადა, რომ, რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების საკითხი შეხვედრის მთავარი თემა იქნება.


„აჭარაში უკანონო იარაღის არსებობის საკითხი სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. სწორედ ამიტომ, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების საკითხი ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 12 აპრილს.


მისი განცხადებით, აჭარის მოსახლეობაში იარაღის დარიგებამ რეგიონში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება გამოიწვია.


ზურაბ ჟვანია აჭარაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ვანო მერაბიშვილთან ერთად გაემგზავრება.

მსგავსი/Related

Back to top button