ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძისგან შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებას მოითხოვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დაშლით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა.


„ამჟამად მთავარ ამოცანას აჭარის უკანონო შეიარაღებული ძალების დაშლა წარმოადგენს. ასლან აბაშიძის მფლობელობაშია T-72 ტიპის 4 საბრძოლო ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა და ვეტმფრენები. მზად ვარ ნება დავრთო მას [ასლან აბაშიძეს] იყოლიოს პირადი დაცვა, თუმცა უკანონო იარაღის ქონის უფლებას ვერ მივცემ“, – განაცხადა პრეზიდენტმა 9 აპრილს.


„მან [აბაშიძემ] უნდა განაიარაღოს შეიარაღებული ჯგუფები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ამის თაობაზე განცხადება თენგიზ ასანიძესთან შეხვედრის დროს გააკეთა ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება „მთლიანად უჭერს მხარს ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივას განაიარაღოს უკანონო დაჯგუფებები“ აჭარაში.

მსგავსი/Related

Back to top button