skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება. დეპუტატებთან შეხვედრის სურვილი თავად პრეზიდენტმა გამოთქვა. შეხვედრის ორგანიზატორი წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა, რომელიც ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია.


“პრეზიდენტთან სასაუბრო ძალიან ბევრია, წინასწარ განსახილველი საკითხების შესახებ პრეზიდენტთან არ გვიმსჯელია, თუმცა შეხვედრის ორგანიზების მიზნით ორი დღის წინ შევხვდი პრეზიდენტს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


შეხვედრის დაწყებამდე მაჟორიტარმა დეპუტატებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია პარლმენტში მათ მიერ ოპოზიციური ფრაქციის შექმნის თაობაზე და განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პრეზიდენტთან.


ახლადარჩეულ პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატია, რომელთა არჩევა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. 


 

Back to top button