ახალი ამბები

თბილისი ბათუმს სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელიც “აჭარის უმაღლესი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.”


“ჩვენ მიერ დღეს [2 აპრილს] დაკავებულია პიროვნება ედუარდ მსხალაძე, რომელიც ექვსკაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. მათ დავალებული ჰქონდათ პრეზიდენტის ლიკვიდაცია,” – განაცხადა გიორგი უგულავამ.

მისი თქმით ასევე უკვე დაკავებულია ჯგუფის სხვა სამი წევრიც, თუმცა ორი დარჩენილი წევრის დაკავება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ისინი აჭარაში იმყოფებიან.

უგულავას თქმით ჯგუფი მოქმედებდა აჭარის უშიშროების მინისტრის, მისი მოადგილისა და აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის უშუალო ბრძანებებით.

მსგავსი/Related

Back to top button