ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ცენტრსა და აჭარას შორის ფუნქციების გამიჯვნას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შესახვედრად გაემგზავრება.


“ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი ცენტრსა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ფუნქციების გამიჯვნის თაობაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ საკითხის მოგვარება”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


დღესვე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დებულებას ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე პრეზიდენტის წარმომადგენელთა უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე. ისინი ამ მიზნით ბათუმში პირველად 19 მარტს ჩავიდნენ, თუმცა ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს ხელმძღვანელბმა ვასილ სანოძე და დავით ახალაია სამუშაოდ არ შეუშვეს ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის გამო.


“ბოლომდე იყავით პრინციპულები და კანონის დამცველები, ხოლო ის პიროვნებები, ვინც ხელს შეგიშლიან საქმიანობაში შესაბამისი კანონით აგებენ პასუხს”, – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.


დავით ახალაიას და ვასილ სანოძეს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოს საქმიანობის შესწავლა და ხელისუფლების ინფორმიერება ევალებათ. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილი და ასლან აბაშიძე 18 მარტს პირისპირ შეხვედრის დროს შეთანხმდენენ.

მსგავსი/Related

Back to top button