skip to content
ახალი ამბები

48 საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღევეევის  გამო 48 საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა.


გაუქმებული შედეგების უმრავლესობა ქვემო ქართლის (26), შიდა ქართლისა (12) და აჭარის (4) რეგიონებზე მოდის.


ქვემო ქართლის რეგიონის საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმება დიდ ზიანს მიაყენებს „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები – ახლებს“.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 31 მარტს გამოცხადებული შედეგების თანახმად, „მემარჯვენე ოპოზიციამ“ 7%-იანი ბარიერი გადალახა. მან ხმების 7,62% მიიღო.


თუმცა, საარჩევნო შედეგების გაუქმებამ იმ უბნებზე, სადაც „მემარჯვენე ოპოზიციამ“ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვა, შესაძლოა მათ პერსპექტივებს საფრთხე შეუქმნას.

Back to top button