ახალი ამბები

სააკაშვილი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის პირობას დებს

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის შექმნის 12 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.


მე-11 ბრიგადა იმ ჯარისკაცებს აერთიანებს, რომლეთაც „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში გაიარეს მომზადება.


„ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფები არსებობენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან და სათანადოდ დაისჯებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ცერემონიაზე.


ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს აჭარაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება.  

მსგავსი/Related

Back to top button