ახალი ამბები

მმართველი პარტიის კანდიდატმა ჭიათურის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა

მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წევრმა იასონ ჭუმბურიძემ ჭიათურაში 9 აპრილს გამართული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა.


75 მაჟორიტარი დეპუტატიდან 18 მმართველი პარტიის წარმომადგენელია; მემარჯვენე  ოპოზიციას 8 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს (4 – „ახალი მემარჯვენეებიდან“, 4 – „მრეწველებიდან“); ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიას“ – 4 და „აღოარძინების კავშირს“ – 6.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნები გაუქმებულად გამოაცხადა. შედეგად, 28 მარტს ხელახალი არჩევნები ჩატარდა. თუმცა, მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი მანდატები შეინარჩუნეს.


მაჟორიტარ დეპუტატებს შორის 19 ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მხარდამჭერია, ხოლო 20 დამოუკიდებელი კანდიდატია. 


 

მსგავსი/Related

Back to top button