ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი „მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების“ ლიდერებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს საარჩევნო ბლოკის „მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, აშშ-ის ელჩს გააცნეს ის დარღვევბი, რაც მათი პარტიის წარმომადგენლების მიერ იქნა დაფიქსირებული 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე.


„მე შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რაც მოვისმინე პარტიის წარმომადგენლებისგან არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე. არსებული დარღვევების შესახებ თეთრ სახლს აუცილებლად ვაცნობებ“, – განაცხადა რიჩარდ მაილსმა შეხვედრის შემდეგ. 


აშშ-ის ელჩი სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გეგმავს შეხვედრების გამართვას.

მსგავსი/Related

Back to top button