ახალი ამბები

ცსკ-ს მონაცემებით, არჩევნებში 7%-იანი ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 7%-იანი ბარიერი მხოლოდ მმართველმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატებმა” და “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები –ახლებმა” გადალახეს.


პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
1. “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” – 67,02%
2. “მემარჯვევე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” – 7,62%
3. „დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 6,02%
4. ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 5,81%
5. „თავისუფლება – კონსტანტინე გამსახურდია“ – 4,23%
6. ედპ-ტარადიციონალისტები – 2,52%
7. ბლოკი „ჯუმბერ პატიაშვილი – ერთობა“ – 2,41%
8. სოციალისტური პარტია – 0,47%


ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, არსებული მონაცემები 2 800 უბნის მაჩვენებლებს ეყრდნობა, დარჩენილია 89 საარჩევნო უბნის მონაცემები, თუმცა რადიკალური ცვლილება ამ უბნების დათვლის შემდეგ მოსალოდნენლი არ არის.


სულ არჩევნებში მონაწილეობა 1 მლნ 532 ათას 521 ადამიანმა მიიღო. 

მსგავსი/Related

Back to top button