ახალი ამბები

რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი უფროსი აკაკი ჩხაიძე დღეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ჩხაიძემ უკვე გადაიხადა 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რათა გაეთავისუფლებინათ წინასწარი პატიმრობიდან.


„აკაკი ჩხაიძეს 3 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვს. თუმცა იგი უარყოფს ბრალდებებს და თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს”, – განუცხადა ჩხაიძის ადვოკატმა ჟურნალისტებს.


სასამართლომ აკაკი ჩხაიძეს 18 იანვარს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი.


ჩხაიძე 16 იანვარს ბათუმში დააკავეს. რკინიგზის ყოფილი უფროსის განცხადებით, მისი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა.


 

მსგავსი/Related

Back to top button