ახალი ამბები

საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდა

გენერალურ პროკურატურაში საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის  იასე ზაუტაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ორი კვირის განმავლობაში იასე ზაუტაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული, 30 მარტს კი იგი საკუთარი სურვილით გამოცხადდა პროკურატურაში.


იასე ზაუტაშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების გამო სისხლის სამართლის საქმე 21 მარტს აღიძრა, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა. საქმე ეხება ყალბი აქციზური მარკების რეალიზებას. 


30 მარტს გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, შესაძლოა პროკურატურამ გაითავლისწინოს არსებული გარემოება – იასე ზაუტაშვილის პირადად გამოცხადების თაობაზე და შეუმსუბუქოს სასჯელი.


21 მარტს გენერალურმა პროკურატურამ ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ლევან ქისტაურის წინააღმდეგ, რომლის დაკავებაც მოხერხდა. დღეს საოლქო სასამართლო მის საკითხს განიხილავს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button