ახალი ამბები

ასლან აბაშიძე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, აჭარაში ხელოვნურად იქნა შემცირებუილი ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა.


აჭარის ლიდერი ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის დარღვევაშიც სდებს ბრალს და აცხადებს, რომ “დემოკრატიული აღორძინების კავშირმა” გადალახა 7%-იანი ბარიერი და მეორე ადგილზე გავიდა. 


“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა იმ უბნების მონაცემები შეცვალოს, სადაც “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატებმა” წარმატებას ვერ მიაღწიეს”, – დასძინა ასლან აბაშიძემ.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, “დემოკრატიული აღორძიენბის კავშირმა” 6,13% მიიღო. მონაცემებში უკვე შესულია აჭარიდან ჩამოსული შედეგებიც.

მსგავსი/Related

Back to top button