ახალი ამბები

ქართველმა და რუსმა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 30 მარტს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი და აჭარაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.


„რუსეთი მზად არის შეასრულოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი“, – განუცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინსიტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


„მე აქ იმისთვის ვარ, რათა დავადასტურო, რომ საქართველო მზად არის ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები მოაგვაროს“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button