ახალი ამბები

ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცნობილია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელმაც 2 600 დამკვირვებელი გააგზავნა საარჩევნო უბნებზე საქართველოს მასშტაბით, დღეს ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.


ქვემოთ მოცემულია ხმების პარალელური დათვლის შედეგები:


1. “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”  – 67,78%
2. “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” – 7,75%
3. “დემოკრატიული აღორძინება” – 6,60%
4. “ლეიბორისტული პარტია” – 6,14%
5. “თავისუფლება – კონსტანტინე გამსახურდია” – 4,72%
6. “ედპ-ტრადიციონალისტები” – 2,38%
7. “ჯუმბერ პატიაშვილი –ერთობა” – 2,19%


ამგვარად, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ და „მემარჯვენე ოპოზიციამ“ გადალახა 7%-იანი ბარიერი.


„28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად შეიძლება გამოცხადდეს. თუმცა, ის მოლოდინი, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ჰქონდა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების თაობაზე, არ გამართლდა, რადგანაც მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე.


პარალელური დათვლის შედეგებით,  ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 62,62% შეადგინა.

მსგავსი/Related

Back to top button