ახალი ამბები

დსთ-ის დამკვირვებლები არჩევნებს დადებით შეფასებას აძლევენ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი, რომელიც დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში 28 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.


„მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა, არჩევნებმა საქართველოში მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა, და ეს დარღვევები მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ მოახდებს საბოლოო შედეგებზე“, – განაცხადა იაროვმა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე.


მისი განცხადებით, საბოლოო მოხსენებას დამკვირვებელთა ჯგუფი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. 

მსგავსი/Related

Back to top button