ახალი ამბები

ჟვანია აჭარის არჩევნებით კმაყოფილია

პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასლან აბაშიძესთან გუშინ, შუაღამით დაწყებული მოლაპარაკებები, 29 მარტს დილის სამი საათისთვის დაასრულა და განაცხადა, რომ იგი აჭარაში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია.


„მე მართლა მოხარული ვარ, რომ აჭარაში არჩევნბი არ ჩატარდა ფართო მაშტაბიანი დარღვევბით. ასე რომ შეიძლება ითქვას საარჩევნო პროცესი აჭარაში შეშფოთების საფუძველს არ იძლევა,“ – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს აბაშიძესთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ.


„28 მარტის არჩევნები აჭარაში ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო,“ – დასძინა ჟვანიამ.


პრემიერ მინისტრი, რომელიც აჭარაში პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით იმყოფებოდა, რათა არჩევნების დღეს აჭარაში სიტუაციის გაუარესება არ მომხდარიყო, აცხადებს, რომ მისი მისია ავტონომიურ რესპუბლიკაში შესრულებულია.


„ჩემი მიზანი იყო ავტონომიურ ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობით არ დაგვეშვა აჭარაში ვითარების გაუარესება,“ – დასძინა ჟვანიამ.


არჩევნების დასრულების შემდეგ 28 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ორჯელ უფრო მეტი ხმები დააგროვა აჭარაში ვიდრე აბაშიძის „აღორძინების კავშირმა.“


წინასწარი ოფიციალური მონაცემები დღეს შუა დღისთვის გახდება ცნობილი.

მსგავსი/Related

Back to top button