ახალი ამბები

სააკაშვილი: აჭარაში არჩევნები მოგებულია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ აჭარაში დიდი უპირატესობით აჯობა ასლან აბაშიძის “აღორძინების კავშირს.”

“ჩვენ გვაქვს უკვე მონაცემები, რომლის მიხედვით მმართველმა პარტიამ აჭარაში ორჯელ უფრო მეტი ხმები მოიპოვა ვიდრე “აღორძინებამ,” – განაცხადა სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მოსახლეობას მადლობას უხდის არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისთვის და აცხადებს, რომ აჭარაში ამ ეტაპზე არჩევნები ჩატარებულად ითვლება.


“არსებობდა სერიოზული საფრთხე აჭარაში არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით; მე პირადად ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა შეძლო ვითარების დარეგულირება”, – განაცხად დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის თქმით, მისთვის მთავარია აჭარაში ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარება.  პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ამჟამადაც ბათუმში იმყოფება.

მსგავსი/Related

Back to top button