ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის პრეტენზიას უსაფუძვლოს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ არჩევნებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „ეგზით პოლების“ შედეგებისგან განსხვავებით, შესაძლოა არჩევნების საბოლოო შედეგებით პარლამენტში ოპოზიციაც მოხვდეს.


“შანსები აქვთ ახლებსა და მრეწველებს, ასევე ედუარდ შევარდნაძის მომხრეებსა და ტრადიციონალებს. თუ საჭიროება იქნება და ვინმეს პრეტენზია ექნება, შესაძლებელია მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა, თუმცა ეს ცსკ-ს კომპეტენციაა” – განცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


იგი უმართებულოდ მიიჩნევს ოპოზიციის პროტესტს და აცხადებს, რომ რაც არჩევნების შედეგად დაფიქსირდა იყო ხალხის ნების გამოხატულება და არა გაყალბება.


“ახლა ვინც საპროტესტო აქციებს მართავს, ის ოპოზიციაა, რომელიც შევარდნაძის წინააღმდეგ გამართულ  საპროტესტო აქციებს, დანაშაულად მიიჩნევდა.  ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა”, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა და ურჩია ოპოზიციის წარმომადგენლებს შემდეგ არჩევნებში კიდევ ცადონ ბედი.


 

მსგავსი/Related

Back to top button