ახალი ამბები

ედპ-ტრადიციონალისტები არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ

საარჩევნო ბლოკი „ედპ-ტრადიციონალისტები“ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ 7%-იანი ბარიერი არ გადაელახათ ოპოზიციურ პარტიებს.


“ტოტალური გაყალბება არ მომხდარა, მაგრამ ცალკეულ გაყალბებებს ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით ხელოვნურად გაზრდილია ამომრჩეველთა რაოდენობა. ჩვენი მონაცემებით, აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ხელიუფლებას სურდა 200-300 ათასი ხმით აეწია ზღვარი” – განაცხად მედია-ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე „ედპ-ტრადიციონალისტების“  წევრმა ირაკლი მელაშვილმა.


სხვა დარღვევებთან ერთად „ედპ-ტრადიციონალისტები“ საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევენ სარჩევნო უბნების დახურვისთანავე „ეგზით პოლების“ შედეგების გამოქვეყნებას.


“ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. მივმართავთ სასამრთლოს და ასევე არ გამოვრიცხავთ საპროტესტო აქციების დაწყებას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან საუბრისას პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მსგავსი/Related

Back to top button