ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უარყოფს დარღვევებს აჭარაში

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ „სერიოზული დარღვევები აჭარაში არ დაფიქსირებულა“.


„არსებობდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გარკვეული საარჩევნო უბნები დაარბიეს. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


ცოტა ხნის წინ ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ უცნობმა ჯგუფმა ავტონომიურ რესპუბლიკაში ორი საარჩევნო უბანი დაარბია; თუმცა ეს ინფორმაცია არც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, არც აჭარის ლიდერმა და პრემიერმა არ დაადასტურეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button