ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

“მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების მხრიდან გაყალბდა. ბლოკი „ეგზით პოლების“ შედეგებს არ ეთანხმება.


“ხელისუფლება არჩევნების დღეს ცდილობდა მთავარი ყურადღება აჭარაზე  გადაეტანა და ეს ასეც მოხდა. პარალელურად კი მიმდინარეობდა გაყალბებები, რაც ჩვენი დამკვირვებლების მიერ  არის დაფიქსირებული. კოდექსი დაირღვა მაშინაც, როდესაც უბნების დახურვისთანავე მოხდა „ეგზით პოლების“ შედეგების გამოქვეყნება. ჩვენ ამ მონაცემებს არ ვეთანხმებით, სულ სხვა მონაცემები არსებობს ჩვენს მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად, ეს არის ფარსი”, – განაცხად მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა მამუკა კაციტაძემ


მისი თქმით, ხელისუფლებამ ისეთივე დარღვევებით ჩატარა არჩევნები, როგორც წინა ხელისუფლებამ. “ შედეგად დგინდება, რომ გვაქვს ერთპარტიული, უოპოზიციო პარლამენტი, ხელისუფლების მხრიდან სურვილები და ახალი ხედვები არჩევნების სამართლიანდ ჩატარების შესახებ ფარსი გამოდგა”, – განაცხად მამუკა კაციტაძემ


მისი თქმით, ბლოკი სასამრთლოში გაასაჩივრებს თითოეულ დარღვევას და ასევე პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავს.

მსგავსი/Related

Back to top button