ახალი ამბები

„ეგზით პოლების“ მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“, სოციოლოგიური კვლევის ცენტრის BCG-ს, ილია ჭავაჭავაძის სახელობის ენისა  და კულტურის  უნივერსიტეტის   მიერ ჩატარებული „ეგზით პოლების“ მიერ უკვე გამოქვეყნდა არჩევნების 5 საათის მონაცემები.


ნაციონალური მოძრაობა –დემოკრატები – 78,6%


მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები – 4,8%


ლეიბორისტული პარტია – 4,4%


თავისუფლება – 3,6%


დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 3,7%,


ბლოკი „პატიაშვილი – ერთობა“ – 1,6%


ბლოკი „ედპ-ტრადიციონალისტები“ – 1,4%


ამ დროისათვის გამოკითხულია დაახლოებით 24 ათასი ამომრჩეველი. არსებული მონაცემებით,  7% ბარიერი ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადალახა.


ამომრჩეველთა აქტივობამ 5 სათვისთვის 40%-ს მიაღწია. „ეგზით პოლების“ საბოლოო შედეგები 11 საათითვის გახდება ცნობილი. “საბოლოო შედეგები არსებული მონაცემებისგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, თუმცა შესაძლოა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ  7%-იანი ბარიერი გადალახოს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საერთაშორისო ექსპერტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კლივ პეინმა.

მსგავსი/Related

Back to top button