ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარე: არჩევნები შესაძლოა ჩატარებულად გამოცხადდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 5 საათისთვის 1 158 729 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.


„არჩევნები შესაძლოა ჩატარებულად გამოცხადდეს; თუმცა, მე მაინც მოვუწოდებ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე 8 საათამდე და მისცენ ხმა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.


ამავე დროს მან შეშფოთება გამოხატა აჭარაში დაფიქსირებული მთელი რიგი დარღვევების გამო.


„სიტუაცია აჭარაში იმდენად რთულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  შესაძლოა მოუწიოს მსჯელობა, შედგა თუ არა არჩევნები აჭარაში საერთოდ“, – დასძინა ჭიაბერაშვილმა.  

მსგავსი/Related

Back to top button