ახალი ამბები

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

ფონდი „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. ამ დროისათვის მოსკოვის 2 უბანზე 400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სანქტ-პეტერბურგში კი 300-მდე ადამიანმა.


განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია პარიზში, სადაც  30-მდე, ხოლო რომში 35 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. “საზღვარგარეთ სარჩევნო უბნებზე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პრობლემებია მარკირების პროცედურასთან დაკავშირებით ამომრჩევლის მხრიდან”, – განაცხადა დღეს მედია-ცენტრში გამართულ პრესკონფერნციაზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ზაზა დარასელიამ.


მისი ინფორმაციით, ადგილობრივ დამკვირვებელთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებულია  დარღვევები, რაზეც შედგენილია შესაბამისი ოქმები.
 

მსგავსი/Related

Back to top button