ახალი ამბები

დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ე.წ. “კარუსელი” დააფიქსირა

არასამთავორბო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი  ინიციატივის”  დამკვირვებელების მიერ საბურთალოს რაიონის 25-ე სარჩვენო უბანზე დაფიქსირა ავტობუსი, რომელსაც ამომრჩეველი გადაჰყავდა სხვადასხვა სარჩევნო უბანზე.
 
“ახალი თაობა ახალი ინიციატივის” წარმომადგენლის ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით ავტობუსში “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატის” წარმომაგდენელი იმყოფებოდა.


“ამ დარღვევეით ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა, თუმცა გაურკვევლია თუ ვის აძლევდნენ ავტობუსში მყოფი ამომრჩეველი ხმას” – დასძინა ლევან ჯაფარიძემ დღეს მედია-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
მისი თქმით, სხვა მხრივ თბილისში  არჩევნები სტაბიულურად მიმდინარეობს. საქართველოს მაშტაბით არჩევნებს “ახალი თაობა – ახალი  ინიციატივის”  დაახლოებით 2000 დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს.


 

მსგავსი/Related

Back to top button