skip to content
ახალი ამბები

დაპატიმრებული დეპუტატის ოჯახის წევრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

გავლენიანი ბიზნესმენისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბონდო შალიკიანის ოჯახის წევრებმა თბილისში კანცელარიის წინ 8 მარტს შიმშილობის აქცია დაიწყეს.


ბონდო შალიკიანი სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო შენახვისთვის დააპატიმრეს და 7 მარტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.


ადვოკატებისა და ოჯახის წევრთა განცხადებით, პოლიციამ უკანონოდ დააკავა შალიკიანი, რადგანაც იგი პარლამენტის წევრია და იმუნიტეტით სარგებლოს.


თუმცა, გენერალური პროკურატურის განცხადებით, შალიკიანის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება, პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია; ამგვარად მას მხოლოდ დეპუტატის კანდიდატის იმუნიტეტი ჰქონდა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოუხსნა.


„მინდა ქვეყნის ხელმძღვანელობას შევხვდე. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] შეცდომაში შეიყვანეს ბონდო შალიკიანის საქმიანობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დაპატიმრებული დეპუტატის მეუღლემ, რომელიც ასევე შიმშილობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button