
აჭარის ამომრჩეველთა სიებს ცსკო არ გადაამოწმებს
![]() |
ჭიაბერაშვილის თქმით აჭარის სიები პარტიებმა და დამკვირვებლებმა უნდა შეამოწმონ. |
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ასამბლეის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს რეკომენდაცია იყო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ და ცსკო-ს თავჯდომარემ აჭარის ამომრჩეველთა სიების საკითხიც განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომარჩეველთა სიების სიზუსტე არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ეჭვებს აღძრავს.
აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, აჭარაში 300,000-მდე ამომრჩეველია; თუმცა ბევრს ეს ციფრი გაბერილი ჰგონია.
„მე მოვითხოვე აჭარის ექვსივე საოლქო საარჩევნო კომისიისგან გამოეგზავნა ცსკო-ში ამომრჩეველთა სიები. სიების ნაწილი უკვე მივიღეთ. ამ სიებს ყველა საარჩევნო ერთეულს ან დამკვირვებელ ორგანიზაციას მივაწვდით, რათა მათ გადაამოწმონ“, – განუცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურბალისტებს.
თუმცა, მან დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიები და დამკვირვებლები არ გადაამოწმებენ სიებს, ცსკო იხნის პასუხისმგებლობას აჭარის ამომარჩეველთა სიების სიზუსტეზე.