ახალი ამბები

კრემლის მომხრე ქართველთა ჯგუფი უკრაინაში დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლების ლიდერს შეხვდა

კრემლის მომხრე ქართველთა ჯგუფი უკრაინის დონეცკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდა. პუშილინმა 5 სექტემბერს Telegram-ზე დაწერა, რომ იგი „საქართველოდან თანამოაზრე კოლეგებს“ შეხვდა.

პოსტის თანახმად, დელეგაციაში შედიოდნენ კრემლისტური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია; ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირიმაძე; და საქართველოს რუსულენოვანი და პრორუსული არხის „სეზონი ტვ“-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პაატა აბულაძე, რომელსაც პუშილინმა „ქართული ოცნების“ წევრი უწოდა.

ქართული მედია იტყობინება, რომ აბულაძე „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან არის დაკავშირებული და რომ იგი კალაძის ნახევარდის ქმარია.

This post is also available in: English

Back to top button