
ახალი ამბები
რუსთავი 2-ის ოფისს ყუმბარმტყორცნი ესროლეს
უცნობმა პირმა დღეს დილით დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისს ყუმბარმტყორცნი ესროლა, რის შედეგადაც შენობის კედელი დაზიანდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამართალდამცავებმა ყუმბარმტყორცნი რუსთავი 2-ის ოფისის მახლობლად იპოვეს.
„საბედნიეროდ ყუმბარა შენობის კედელს მოხვდა და არა ფანჯარას“, – განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.