ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის მინისტრად ზურაბ ადეიშვილი დაამტკიცა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს იუსტიციის მინისტრად პარლამენტის წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზურაბ ადეიშვილი დაამტკიცეს. კენჭისყრის შედეგად მის კანდიდატურას 120-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა 24 დეკემბერს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ წარადგინა.


იუსტიციის ყოფილი მინისტრი როლანდ გილიგაშვილი სექტემბერში რუსთავის მკაცრი რეჟიმის N2 კოლონიიდან 129 პატიმრის გაქცევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. 


ზურაბ ადეიშვილმა პენიტენციალურ სისტემაში რეფორმების გაატარების პირობა დადო და აღნიშნა, რომ წარადგენს ანტი-კორუფციულ კანონპროექტს, რომელიც ყოფილი თუ არსებული მაღალჩინოსნების დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.


საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა მოცემული კანონპროექტი 2000 წელს, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, წარუდგინა პარლამენტს, თუმცა ამაოდ, რადგანაც ექსპრეზიდენტი შევარდნაძე კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა.   

მსგავსი/Related

Back to top button