ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


“ვიმედოვნებ, რომ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ამ საკითხს კონსტრუქციულად მიუდგება და საკითხი დადებითად გადაწყდება. ჩვენ ვაგრძელებთ მასთან დიალოგს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


აჭარაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნის მიზნით ნინო ბურჯანაძე უკვე  შეხვდა ასლან აბაშიძეს 10 დეკემბერს; მოგვიანებით 20 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ჩავიდა ბათუმში, თუმცა ორივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კონკრეტული განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.   

მსგავსი/Related

Back to top button