skip to content
ახალი ამბები

1,15 მილიონმა ამომრჩეველმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 15 დეკემბრის შემდეგ რეგისტრაცია 1,15 მილიონმა ამომრჩეველმა გაიარა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. მანამდე რეგისტრაციის საბოლოო ვადა 21 დეკემბერს იწურებოდა. სულ, საქართველოს მასშტაბით 2,6 მილიონი ამომრჩეველია.


რეგისტრაციის პროცესი არ დაწყებულა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ამ პროცედურას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი არჩევნების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული.  

Back to top button