skip to content
ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე მოსკოვში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა.


“ჩვენ საკითხების მთელი სპექტრი განვიხილეთ. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებას, სავიზო რეჟიმსა და ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესს”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.


მისი თქმით, ასევე იგეგმება შეხვედრები ორი ქვეყნის პირველ პირებს ნინო ბურჯანაძესა და ვლადიმერ პუტინს შორის, სადაც აღნიშნული საკითხების უფრო დეტალური განხილვა მოხდება. თედო ჯაფარიძე მოსკოვში 16 დეკემბერს გაემგზავრა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button