ახალი ამბები

ლინ პასკო ცსკო-ს ახალ თავჯდომარეს შეხვდა

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) ახალ თავჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა.

“ჩვენ მომავალი არჩევნების საკითხი განვიხილეთ. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით”, – განაცხადა ლინ პასკომ ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

“სხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად, ჩვენ ამომრჩეველთა სიების საკითხიც განვიხილეთ. მე გავაცანი მას ჩემი იდეა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის თაობაზე. მან მოიწონა ეს იდეა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დახმარებას დაგვპირდა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 4 დეკემბერს.

აშშ-ის დელეგაცია ლინ პასკოს ხელმძღვანელობით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით 3 დეკემბერს ჩამოვიდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესწავლისა და მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარების გაწევის მიზნით.

აშშ-ის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
 

მსგავსი/Related

Back to top button