skip to content
ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკის ახალგაზრდა წევრები ახალგაზრდულ პარტიას ქმნიან

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დეპუტატები, სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები ირაკლი გოგავა და ზვიად მუკბანიანი ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას “ალიანსი ახალი დემოკრატიული საქართველოსათვის” ქმნიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

“საქართველოში ამჟამად იურიდიულად არ არსებობს პარლამენტი. ყველა ფორმას და ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები და სიტყვის თავისუფლება. ამ მიზნით ვქმნით ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს”, – განაცხადა ირაკლი გოგავამ 1 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ირაკლი გოგავა და ზვიად მუკბანიანი 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” სიით იღებდნენ.

Back to top button