skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი არ დაუშვებს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამის რეალური საშიშროება არსებობს გარკვეული შეიარაღებული დაჯგუფებებისგან.

“ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუშვებთ სიტუაციის არევას, ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი მეთოდით. ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ოპონენტების მიერ გამართულ მშვიდობიან მიტინგებს, რადგანაც ყველას აქვს უფლება ნებისმიერ ადგილას დააფიქსიროს საკუთარი აზრი, თუმცა ძალის გამოყენებას არ დავუშვებთ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button