ახალი ამბები

“ბრიტიშ მედითერაენიან ეარვეისის” აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა

(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბრიტიშ მედითერაენიან ეარვეისის” აღმასრულებელი დირექტორი დეზ ჰესრინგტონი დღეს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა, სადაც მხარეებმა კომპანიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში დებორა ჯონსიც ესწრებოდა.

კომპანიის ხელმძღვანელი არ აღიარებს დავალიანებას ქართული მხარის მიმართ და აცხადებს, რომ კომპანია ძირითად გადასახადებს ლონდონში იხდიდა. მისივე განცხადებით, კომპანია მზად არის მოლაპარაკრბები აწარმოოს ქართულ კომპანიებთან და გააფორმოს მათთან ხელშეკრულება.

თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრმა დახამრება აღუთქვა კომპანიის ხელმძღვანელებს.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვით, კომაპანიას აეკრძალა რეისების განხორციელება, სანამ არ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და არ გაირკვევა გადასახადების გადახდის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button